ზურაბ სეხნიაშვილის თქმით, ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების მასშტაბი, ასევე მისი გამომწვევი მიზეზები უცნობია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფომაციით, ხანძარი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზეა გაჩენილი.
„ხანძრის ჩასაქრობად აქტიურად მუშაობენ მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლები. ასევე, თბილისიდან მობილიზებული მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის 10-კაციანი ჯგუფი. კერა სოფელ ამღადან, დაახლოებით, 15 კილომეტრში, ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა და შესაბამისად, სახანძრო ავტოტექნიკის მიყვანა შეუძლებელია, ამიტომ ცეცხლის ქრობა მიმდინარეობს ინდივიდუალური საშუალებებით“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
მათივე ცნობით, ქრობის სამუშაოებს,რთულ რელიეფთან ერთად, ქარიც აძნელებს.