weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კახეთში რკინიგზელები პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას გეგმავენ

17:39 ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017

"საქართველოს რკინიგზის" კახეთის რეგიონის თანამშრომლები უჩა ხვთისიაშვილი, ვახტანგ ცისკარიშვილი და აკაკი ჭარელიშვილი შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. ისინი "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტლებას აპროტესტებენ, რომლის საუძველზეც რამდენიმე დღის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის განცხადებით, უჩა ხვთისიაშვილს, ვახტანგ ცისკარიშვილსა და აკაკი ჭარელიშვილს, რომლებიც მრავალი წელია კახეთის რეგიონში მუშაობენ, "საქართველოს რკინიგზამ" მოსთხოვა სამუშაოდ თბილისში გადასულიყვნენ, საიდანაც მარნეული-გარდაბანის სარკინიგზო ხაზს მოემსახურებოდნენ. უარის შემდეგ "საქართველოს რკინიგზამ" ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა.

რკინიგზელები განმარტავენ, რომ "საქართველოს რკინიგზა" თბილისში მათ ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფდა, რის გამოც მათთვის ფინანსურად და ფიზიკურად დამამძიმებელ შემოთავაზებაზე უარი ადგილზევე განაცხადეს და საკუთარი პოზიცია ადმინისტრაციას წერილობით აცნობეს.

"არსებული შემოთავაზებით, ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფს საცხოვრებელს, ტრანსპორტირებასა და კვების საკითხს. გამომდინარე აქედან შეუძლებელია შევასრულოთ ჩვენი საქმიანობა რეგიონიდან 100-150 კილომეტრის მოშორებით. მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენთან გაფორმებულ ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში ცალმხრივად შევიდეს ცვლილებები და შეიცვალოს არსებითი პირობა, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება შრომის კოდექსს. გთხოვთ, მოგვცეთ შესაძლებლობა განვაგრძოთ ჩვენი საქმიანობა იმავე რეგიონში, სადაც ამ დრომდე უვადოდ ვიყავით დასაქმებულები", - ნათქვამია რკინიგზელების განცხადებაში.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციამ დასაქმებულებთან მოლაპარაკებების გამართვის ნაცვლად, მათი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, რაც, მათი აზრით, შრომის კოდექსის უხეში დარღვევაა.

სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ჩაბარების შემდეგ რკინიგზელები სასამართლოს მიმართავენ. მანამდე კი "საქართველოს რკინიგზას" სამსახურში აღსადგენად 7-დღიან ვადას აძლევენ, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი 14 აგვისტოდან შიმშილობის აქციის დაწყებას გეგმავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]