ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 15 327 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 7613 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით ქვეყანაში 124 პაციენტია გარდაცვლილი.
დღეს კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5721 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში – 1090.
გუშინ, 15 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 919 შემთხვევა გამოვლინდა, 14 ოქტომბერს – 680 შემთხევა იყო.