weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სურვილი 10 000 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა – დგებუაძე

17:41 პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, კორონავირუსით სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინფიცირების გარკვეული ფაქტები არსებობს, თუმცა სისტემა ამ პროცესებს მართავს.

„იმისთვის, რომ განათლების ხელმისაწვდომობა გარანტირებული იყოს თითოეული მოსწავლისვის განათლების სამინისტრომ შესთავაზა ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებს არჩევანი გაეკეთებინათ - იმ შემთხვევაში, თუ აქვთ შიში, რომ გარკვეული საფრთხის წინაშე დადგება მათი შვილი თუ სკოლაში გააგრძელებს სასწავლო პროცესს. 10 ათასი მოსწავლეა რეგისტრირებული, რომელთა მშობელმა გამოთქვა სურვილი, რომ მისი შვილი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე. ეს არჩევანი მიეცათ მშობლებს“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, საჯარო სკოლები ჰიგიენა-სანიტარიის და სადეზინფექციო საშუალებების კუთხით სრულად არიან მოწესრიგებული, სკოლებში აქტიური მონიტორინგი ხორციელდება და მათ შესაბამისი რეკომენდაციები ეძლევათ.

„4 ქალაქის (თბილისი, ზუგდიდი, რუსთავი და ქუთაისი) საჯარო სკოლებში, სადაც სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან, 1-6 კლასებში, საკლასო ოთახებში განახლდა, ფიქსირდება 132 422 მოსწავლე. ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, აღნიშნულ ქალაქებში სულ 20 სკოლა გადავიდა სრულად დისტანციურ სწავლებაზე, ასევე, 55 სკოლის ცალკეული კლასი“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]