weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალციხეში ოჯახს არ სჯერა, რომ 89 წლის ქალი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა

10:46 შაბათი, 17 ოქტომბერი 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ვალეში მცხოვრებ ოჯახს არ სჯერა, რომ 89 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა. როგორც ისინი „მეცხრე არხთან“ აცხადებენ, ქალი ერთი თვე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და უკვე მის გაწერას გეგმავდნენ, როდესაც ექიმებმა შეატყობინეს, რომ პაციენტს ვირუსი გამოუვლინდა. ჭირისუფლებისთვის გაუგებარია, როგორ შეხვდა ვირუსი რეანიმაციაში მყოფ პაციენტს.

89 წლის ქალი 15 ოქტომბერს გარდაიცვალა და გუშინ დაკრძალეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა „მეცხრე არხთან“ განაცხადეს, რომ ეს ეკიპირებისა და განსაკუთრებული წესების დაცვის გარეშე გააკეთეს.

„მკურნალ ექიმს ველაპარაკე, რომელმაც მითხრა: ორი დღესაც აქ დავიტოვებ, მერე თერაპიულში გადავიყვან და მერე გაგატანთ სახლშიო, ბებო კარგად არისო. საღამოსთვის მირეკავენ, რომ ბებოს კოვიდ-ვირუსი შეხვდაო და თბილისში უნდა გადავიყვანოთო. ექიმმა, ვინც წაიყვანა, მითხრა - წავიყვანეთ და ჩავაბარეთო, მერე, დილის 9 საათისთვის მირეკავენ, რომ გული გაუჩერდაო. გულის გაჩერება რა შუაშია კოვიდთან და რატომ მომაკრეს კოვიდის იარლიყი?“, –  ამბობს ოჯახის ახლობელი.

„აქ მეზობლობა უნდა იყოს, ხალხის ტევა არ უნდა იყოს, მაგრამ არავინ მოვიდა იმის გამო, რომ ეს სახელი მიაწერეს საწყალ ჩემს დედას. დედაჩემის სახელით რატომ უნდა მომხდარიყო მთელს რაიონში, მთელს რეგიონში, რომ დედაჩემი გამოვიდა კორონიანი თავისი დაუდევრობის გამო?“, – განაცხადა გარდაცვლილის შვილმა.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატში განმარტეს, რომ პაციენტი კორონავირუსზე 14 ოქტომბერს გამოიკვლიეს და ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ის თბილისში, კოვიდ-კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განმარტებით, ქალს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა და ის სავარაუდოდ ინფიცირებული ექიმების კონტაქტი იყო.

პანდემიის დაწყებიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი სულ 69 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 23 განიკურნა, ერთი კი გარდაიცვალა. 16 ოქტომბრის მდგომარეობით, რეგიონში კორონავირუსის 45 აქტიური შემთხვევა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]