თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში СOVID-19-ის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა - 471 თბილისში გამოვლინდა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცმებია:
აჭარა – 343
იმერეთი – 211
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 45
შიდა ქართლი – 37
ქვემო ქართლი – 39
გურია – 18
სამცხე-ჯავახეთი – 14
მცხეთა-მთიანეთი – 13
კახეთი – 11
პანდემიის დაწყების დღიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 17 477 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან უკვე 8060 გამოჯანმრთელდა, 136 კი გარდაიცვალა.