weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

კახეთში COVID-19-ის 121 აქტიური შემთხვევაა

13:04 ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, სექტემბრიდან დღემდე კახეთში კორონავირუსის 181 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან 60 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია.

მუნიციპალიტეტების მიხედვით 181 დადასტურებული შემთხვევის განაწილება ასეთია: ახმეტა – 21, გურჯაანი – 24, დედოფლისწყარო – 5, ყვარელი – 36, სიღნაღი – 26, ლაგოდეხი – 23, თელავი – 45, საგარეჯო – 1.

გუშინ, 18 ოქტომბერს COVID-19-ით ინფიცირება დაუდგინდა ქალაქ თელავის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელს. იმის გამო, რომ მას კონტაქტი ჰქონდა თითქმის ყველა მასწავლებელთან და სკოლის დირექციასთან, სკოლა გადაყვანილია ონლაინ სწავლების რეჟიმზე. მასწავლებლის ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის კოვიდ-კლინიკაში 31 ინფიცირებული მკურნალობს. 85 ინფიცირებული, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, კარანტიშნი იმყოფება 5 ადამიანი.

კახეთში თვითიზოლაციაში 532 მოქალაქე იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]