"გომისმთობა 2017" 11:00 საათზე მინი ფეხბურთით დაიწყება. 12:00 საათზე დოღი, 12:30 საათზე კი ჭიდაობა გაიმართება. 13:00 საათზე "გომისმთობის" მონაწილეები ერთმანეთს ბაგირის გადაძალვაში შეეჯიბრებიან. 14:30 საათზე დაგეგმილია ფრენბურთი.
კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები მიიღებენ მონაწლეობას, 15:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობენ: ქორეოგრაფიული ანსამბლი "ზენაარი", ეთნო ფოლკ-ჯგუფი "მხედრები", ფოლკლორული ანსამბლი "შემოქმედი" და "თეატრალური კვარტეტი".
"გომისმთობა" ტრადიციულად აგვისტოში იმართება და მისი მიზანი კურორტის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.
გომისმთა ქალაქ ოზურგეთის ცენტრიდან 12-15 კილომეტრით, ხოლო შავი ზღვიდან 60 კილომეტრით არის დაშორებული. კურორტი გურია-აჭარის ქედის შემადგენლობაში შედის და ზღვის დონიდან 2100-2700 მეტრზე მდებარეობს. გომისმთა გარშემორტყუმულია წიწვოვანი ტყითა და წყაროებით. მთაზე თოვლი რვა თვის განმავლობაში არ დნება. გომისმთასთან ახლოს, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს ჭინჭაოს ტბა.