weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წესების დაცვით ყველაფერი შესაძლებელია – გამყრელიძე უნივერსიტეტებში სწავლის განახლებაზე

14:47 ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2020

„წესების დაცვით ყველაფერი შესაძლებელია. უნივერსიტეტში უნდა გეკეთოს პირბადე, აუდიტორიაში დისტანცია უნდა იყოს მინიმუმ 1.5-2 მეტრი, მეტრი მაინც, ხშირი განიავება, ხშირი ხელების ბანვა და ა.შ. არ შეიძლება ერთ აუდიტორიაში 50-ზე მეტი სტუდენტის ყოფნა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უნივერსიტეტებში, აუდიტორიებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით.

გამყრელიძის თქმით, თუ ეს წესები დაცული არ არის, აუდიტორიებში სწავლა არ უნდა განახლდეს.

„უნდა განხილული იქნეს, რა მასშტაბის დაზიენაბაა სკოლასა თუ უნივერსიტეტში და შესაბამისად, მიღებული იქნეს გადაწყვეტილება, როდის გადადის ონლაინ სწავლებაზე და როგორ - ერთი ფაკულტეტი თუ მთლიანად უნივერსიტეტი.

მიდგომა არის, რომ უნივერისტეტებში სწავლა დაიწყო დისტანციურად, მხოლოდ დასწრება დაშვებულია ლაბორატორიული პრაქტიკულების სწავლების დროს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა გუშინ პეტიცია შექმნეს და მოითხოვეს, რომ სწავლება ონლაინ რეჟიმში გაგრძელდეს, შუალედურები გამოცდის ჩასაბარებლად კი ალტერნატიული გზა იქნეს მოძებნილი.

„განათლების ხარისხის შენარჩუნებაზე პრიორიტეტული ამჟამად არის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იქნება თუ არა სანიტარული ნორმები დაცული, ეს ვერ შეაკავებს ვირუსის გავრცელებას, რამეთუ უნივერსიტეტამდე მოსასვლელად მოგვიწევს რამდენიმე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა“, – აღნიშნულია ელექტრონული პეტიციის ტექსტში, რომელსაც ხელს 3236 ადამიანი აწერს.

ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, სადაც ნათქვამია, რომ შუალედური გამოცდები ჩატარდება დისტანციურად, ხოლო შემდეგ, საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლის გაგრძელების საკითხი გადაწყდება ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]