weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

ბინაზე 3000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს – ტიკარაძე

15:47 ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული 3000-ზე მეტი პაციენტი ბინაზე მკურნალობს.

„დღესდღეისობით ბინაზე 3000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს. საკმაოდ წარმატებულად მკურნალობენ ეს ადამიანები. ჩვენ აქტიურად ვითვისებთ სასტუმროს სივრცეებს იმ ადამიანებისთვის, სადაც ვხედავთ გარკვეულ რისკებს ბინაზე მათი დარჩენის შემთხვევაში. ამ სასტუმროებში მობილიზებული არიან ექიმებისა და ექთნების ბრიგადები და ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვაძლიერებთ სასტუმროებს ამ კუთხით. აქედან გამომდინარე, იმის მოლოდინი, რომ საავადმყოფებში ვერ შევძლოთ კრიტიკული პაციენტების მიღება, დღევანდელი მონაცემებით, არ გვაქვს“, – განცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი ხელმისაწვდომია ექიმებისთვის.

„ეს პროტოკოლი არ არის გამოსაყენებელი პაციენტებისთვის. ვერიდებით საჯაროდ ამ პროტოკოლების გამოყენებას, ვინაიდან მერე ძალიან ხშირია თვითმკურნალობა და თვითინიციატივა, რაც კონკრეტული ჯანმრთელობის შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში დამღუპველია“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, თვითიზოლაციაში გადაჰყავთ რისკ-ჯგუფის პაციენტები. იმ შემთხვევაში, თუ ასეთ პაციენტებს არ აქვთ იზოლაციის საშუალება, ისინი საკარანტონო სივრცეებსა და კოვიდ-სასტუმროებში ნაწილდებიან.

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, დღეს საავადმყოფოებში, მართვით სუნთქვაზე 34 პაციენტი იმყოფება.

19 ოქტომბრის დილის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 278 ადამიანი, 7 კოვიდ-ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 10 325 აქტიური შემთხვევაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]