weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

COVID-19-ის რა სიმპტომების გამოვლენისას უნდა დარეკოთ ექიმთან

16:22 ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 19 ოქტომბერს დადასტურებულ კორონავირუსის 1186 ახალ შემთხვევას შორის ყველაზე დიდ ჯგუფს სიმპტომიანი პაციენტები შეადგენენ. ასეთი პაციენტების რაოდენობა 581-ია. მეორე დიდ ჯგუფში ინფიცირებულების კონტაქტები არიან.

ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, (შეიძლება) ყნოსვის და გემოს დაკარგვა – ამირან გამყრელიძის თქმით, ეს ის სიმპტომებია, რომელთა პირველივე გამოვლინების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან დაკავშირება.

„ძალიან გადატვირთულია ყველა ცხელი ხაზი 112, 144, 116 001, 15 05. ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს ვინ არის მისი ოჯახის ექიმი. დღეს 2500-დან 3000-მდე ოჯახის ექიმია ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის, ძირითადად, ვირუსი მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

„უსიმპტომოები საერთო ინფიცირებულების 30-35% არიან. ისინი არიან გადამდებები, თუმცა უფრო ნაკლებად გადამდებები, ვიდრე სიმპტომიანები. მათ მჭიდრო კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ოჯახის ექიმებთან. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

19 ოქტომბრის დილის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 კოვიდ-პაციენტი კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევა დადასტურდა, 8338 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კორონავირუსით სულ 143 ინფიცირებულია გარდაცვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]