weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ახლა გვაქვს ის პირველი ტალღა, რომელიც მთელ მსოფლიოში გაზაფხულზე იყო – იმნაძე

18:18 ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ახლაა კორონავირუსის ის პირველი ტალღა, რომელიც მთელ მსოფლიოში გაზაფხულზე იყო. მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევათა პიკური რაოდენობა ნოემბრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი.

„საქართველოში პირველი ტალღა არ ყოფილა იმიტომ, რომ დროულად გაკეთდა ყველაფერი, რაც სხვა ქვეყნებმა გვიან გააკეთეს და ვერ აიცილეს პირველი ტალღა. ჩვენ დროულად გავაკეთეთ და ამხელა ფორა მოგვეცა. პირველი ტალღა არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაშ და არც არავის უნახავს.

რალურად, ჩვენ ახლა გვაქვს ის პირველი ტალღა, რომელიც მთელ მსოფლიოში გაზაფხულზე იყო. ახლა რომ ყველას მეორე აქვს, ჩვენ პირველი გვაქვს.

ამასობაში ჩვენ დავაგროვეთ გამოცდილება, ბევრი რამ ვისწავლეთ. ქვეყანა სულ დაკეტილი ვერ იქნება. ქვეყანა გაიხსნა და კორონას გახსნილ ქვეყანაში ვერავინ აჩერებს. აქედან გამოდმინარე გვაქვს ეს ვითარება – ქვეყანა არის გახსნილი, ქვეყანაში გვაქვს კორონა, მისი რაოდენობა მზარდია და კიდევ უფრო მოიმატებს და ალბათ, სადღაც ნოემბრის შუა რიცხვებში, მეორე ნახევარში გევქნება შემთხვევების პიკური რაოდენობა.

საბედნიეროდ, კოვიდის პიკური რაოდენობა არ დაემთხვევა ზამთრის ვირუსების რაოდენობას, რომელიც, ჩვეულებრივ, გვაქვს ხოლმე დეკემბრის ბოლოს, მეორე კი - თებერვლის მეორე ნახევარში. ეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის დიდი პლუსი იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

იმნაძის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უკვე გადატვირთულია, მაგრამ ჯერჯერობით არცერთი პაციენტი, რომელსაც რეანიმაცია სჭირდებოდა, რეანიმაციის გარეშე არ დარჩენილა. პაატა იმნაძის ინფორმაციით, ასეთი ავადმყოფებისთვის საწოლების რაოდენობა სრულიად საკმარისია.

„ჩვენ დიდი ხანია გამოცხადებული გვაქვს განგაში - საქართველოში, ბოლო ორი კვირის საშუალო ინციდენტობა 100 ათას მოსახლეზე 19-ზე მეტია. აჭარაში ეს მაჩვენებელი 3-4-ჯერ მეტია, თბილისში – 20, ხოლო იმერეთში 24-ია. უფრო და უფრო მეტი საწოლების მობილიზება ხდება ახალ-ახალ საავადმყოფოებში იმისთვის, რომ თუ დაგვჭირდება, გამზადებული იყოს“, – აღნიშნა იმნაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან თბილისში დაფიქსირებულია 469 შემთხვევა, აჭარაში – 360, იმერეთში – 99, ქვემო ქართლში – 78, შიდა ქართლში – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 46, გურიაში – 25, მცხეთა-მთიანეთში – 14 და სამცხე ჯავახეთში – 7.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 8338 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კორონავირუსით სულ 143 ინფიცირებულია გარდაცვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]