weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ბინაზე მყოფ კოვიდ-პაციენტებს შესაძლოა თრომბოემბოლიაზე ტესტი გაუკეთონ

22:51 ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2020

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბინაზე დატოვებულ კოვიდ-პაციენტებს, შესაძლოა, სისხლის საერთო ანალიზი და D-დიმერის ტესტი გაუკეთონ, რათა თრომბოემბოლიის განვითარების რისკი გამოირიცხოს.

ცერცვაძის განცხადებით, ამ საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე იმსჯელეს.

„შეიძლება განხორციელდეს საზოგადოებისთვის ძალიან კარგი და სასარგებლო ღონისძიება, რაც დასავლეთის არცერთ ქვეყანაში არ ხდება – დღეს იყო მსჯელობა პრემიერთან შეხვედრაზე, რომ იყოს გამოკვლევის რაღაც მინიმალური პაკეტი – შესაძლოა ეს იყოს სისხლის საერთო ანალიზი და ე.წ. D-დიმერი, რომელიც არის მარკერი თრომბოემბოლიური გართულების რისკის, რამეთუ თრომბოემბოლიური გართულებები კორონავირუსისთვის ძალიან დამახასიათებელია, მათ შორის, უსიმპტომო პაციენტებშიც. მუშავდება საკითხი, რომ სახლში დატოვებული პაციენტების იმ ნაწილს, რომელსაც აქვს თუნდაც ძალიან მცირე რისკფაქტორი თრომბოემბოლიური დაავადების განვითარების, ჩაუტარდება ამ პაკეტით გამოკვლევა – სისხლს საერთო ანალიზი და D-დიმერი, რაც იქნება გარანტია იმისა, რომ მას ასეთი გართულება არ განუვითარდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ამ დროსთვის ბინაზე დატოვებული კოვიდ-პაციენტები სპეცალურ მკურნალობას არ გადიან.

„ბინაზე ნაწილდებიან ის პაციენტები, რომლებიც უსიმპტომოები არიან, ან შესაძლოა ძალიან მცირე სიმპტომებით იყვნენ, როლებიც მკურნალობას არ საჭიროებენ. ამიტომ ბინაზე დარჩენილების რაიმე სპეციალური კოვიდ-მკურნალობა არ ხდება. თუ მათ აქვთ ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც მანამდეც მკურნალოდნენ, ისინი აგრძელებენ ამ მკურნალობას დანიშნული რეჟიმით და ძველ ექიმებთან ერთად, მაგრამ კოვიდის სპეციფიკური მკურნალობა ბინაზე არ ხდება. თუ ვინმეს სჭირდება კოვიდის სპეციფიკური მკურნალობა, ასეთი პაციენტები მიჰყავთ ჰოსპიტალში“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

რამდენიმე დღის წინ ბათუმში, კოვიდ-სასტუმროში გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული 41 წლის ქალი, რომელიც უსიმპტომო პაციენტი იყო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ გარდაცვალება სავარაუდოდ თრომბოემბოლიამ გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]