როგორც მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, ეს არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.
„მოგეხსენებათ, საარჩევნო უბნები ზოგიერთ სკოლაშია განთავსებული. არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, დროებით დისტანციურ რეჟიმში გადავლენ“, – განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.
არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.