weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სკოლებში 2-კვირიანი კარანტინი გამოცხადდა

09:32 ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ყველა საშუალო სკოლასა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დღეიდან ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა. ასევე დაკეტილია ცხინვალის რამდენიმე საბავშვო ბაღი.

ბოლო კვირის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 15 სექტემბრიდან, როდესაც რუსეთთან ე.წ. საზღვარზე შეზღუდვები მოიხსნა, კორონავირუსით ინფიცირების ორასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ეპიდემიის დაწყებიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით კი COVID-19-ით სულ 305 ადამიანი დაავადდა. კორონავირუსის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა – 84 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი გუშინ დაფიქსირდა, 89 წლის ქალი კი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

კორონავირუსი დაუდასტურდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს და მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, გენადი ბექოევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]