პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში COVID-19-ის 21 208 შემთხვევა დადასტურდა, აქედან უკვე გამოჯანმრთელებულია 9003 პაციენტი, 172 კი გარდაცვლილია.
დღეს კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4462 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 3071, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია – 1772.
გუშინ, 20 ოქტომბერს კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა იყო დადასტურებული, ხოლო 19 ოქტომბერს – 1186.