weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზემო ლარსზე შეფერხებები ტურისტების ნაკადის გამო შეიქმნა – პრემიერი

12:44 ხუთშაბათი, 10 აგვისტო 2017

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის შექმნილ შეფერხებებს გამოეხმაურა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ შეფერხებები ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო შეიქმნა. მან შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს რიგში მდგომი მძღოლების ყველა საჭირო სერვისით უზრუნველყოფა დაავალა.

„რამდენადაც ვიცი, ლარსის გამშვებ პუნქტზე შეფერხებები შეიქმნა ისევ და ისევ ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო. შეფერხებები შეექმნათ სატვირთო მანქანების მძღოლებს. ვიცი, რომ ზომები მიღებულია მათი სასმელი წყლით და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისთვის. მინდა, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს გთხოვოთ, რომ მაღალი ტემპერატურის პირობებში, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც რიგში ლოდინი უწევთ. იქ არ არის განვითარებული ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც სერვისების უზრუნველყოფისთვის არის საჭირო“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ადგილზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.

„უახლოეს პერიოდში გვექნება იქ უკვე ინფრასტრუქტურულად მოწყობილი ტირპარკები და დიდი იმედი მაქვს, ეს პრობლემაც გადაიჭრება. დღესდღეობით, ვიდრე ასეთი ინფრასტრუქტურა შეიქმნება, მინდა გთხოვოთ, ასეთ ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოთ ის სერვისები, რომლებიც ამ ადამიანებს სჭირდებათ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]