weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მზად ვარ მძევლებს ჩავენაცვლო – გიგი უგულავა ზუგდიდში ბანკის ყაჩაღობაზე

15:44 ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მზადაა, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში აყვანილ მძევლებს ჩაენაცვლოს. როგორც უგულავა ამბობს, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მძევლების ნაწილი გაათავისუფლა და ახლა სამი ადამიანი ჰყავს დატოვებული.

„ნაწილი გამოუშვა. თავდამსხმელი ერთია და 15-20 მძევალს ფიზიკურად ვერ შეინარჩუნებდა. დაიტოვა სამი. ვიცი, რომ აცვია სამხედრო ფორმა, აქვს ხელყუმბარა და ავტომატი. ეს მომიყვა იმ ადამინმა, ვინც შიგნით იყო.

პოლიციას მინდა მოვუწოდო, ვთხოვო და შევთავაზო, რამდენადაც ვიცი, 3 მძევალია დარჩენილი და შესთავაზოს პოლიციამ მოლაპარაკება. მე პირადად ყოველგვარი ზედმეტი იმის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ, ჩავენაცვლო იმ ადამიანებს. რამდენიმეს, ვინც გამოვიდა, მე უკვე შევხვდი. ადამიანები შოკში არიან. ერთი ჩვენი თანამშრომლის ბიძაშვილია.

მე მზად ვარ ჩავენაცვლო იმ დარჩენილ სამს. თუ გვისმენს ახლა გამტაცებელი და თუ ხმაური სჭირდება, ჯობია დეპუტატობის კანდიდატი იყოს. მე მზად ვარ თუ ამის შესაძლებლობა არის“, – განაცხადა უგულავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს, ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად ხელში ჩაგდებას.

 

ამ თემაზე:

ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]