weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თავდამსხმელი პოლიციას 2 საათს აძლევს მოთხოვნების შესასრულებლად – მძევალი

17:04 ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020
სააგენტო ლაივპრესის ფოტო შემთხვევის ადგილიდან სააგენტო ლაივპრესის ფოტო შემთხვევის ადგილიდან

შეიარაღებული ნიღბიანი მამაკაცი, რომელსაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლები ჰყავს აყვანილი, პოლიციას ორსაათიან ვადას აძლევს მისი მოთხოვნების შესასრულებლად.

როგორც ერთ-ერთმა მძევალმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, გამტაცებლის მთავარი მოთხოვნაა 500 000 დოლარის ოდენობის ნაღდი ფულის მიტანა და ასევე, პერიმეტრიდან სპეცრაზმის გაყვანა.

„უმთავრესი ის არის, რომ სპეცრაზმი პერიმეტრს მოშორდეს. შემოჭრის მცდელობა დასრულდება ფატალურად ყველა ჩვენგანისთვის, ვინც აქ არის“, – განაცხადა ერთ-ერთა მძევალმა.

ჟურნალისტის კითხვაზე – რა მოხდება, თუ მისი მოთხოვნები ორ საათში არ შესრულდება, გამტაცებელმა განაცხადა – „მერე დავიწყებ მძევლების დახოცვას“. მისივე თქმით, პოლიციამ იცის, როდის იწურება ვადა.

„სამართალდამცველები კონტაქტზე არ გამოდიან და ალბათ, რის საქმის კურსშიც არიან, არის ის, რასაც თქვენ გადასცემთ. სატელეფონო კავშირზე არავინ გამოდის“, – ამბობს მძევალი.

ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი დაახლოებით ორი საათის წინ შეიჭრა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გამტაცებელი Facebook-ის საშუალებით ტელეკომპანიის დირექტორს, ნიკა გვარამიას დაეკონტაქტა, რის შემდეგაც გამტაცებლის მითითებითვე, პირდაპირ ეთერში პერიოდულად ერთვება ერთ-ერთი მძევალი და გამტაცებლის მოთხოვნებს ახმოვანებს.

მძევლის თქმით, გამტაცებელი შეიარაღებულია ავტომატით, პისტოლეტითა და ხელყუმბარით. მისივე ინფორმაციით, მძევლად 18 ადამიანია აყვანილი - „რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ იყო და გაუშვა“.

ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმთა სამინისტროს თანამშრომლები და სპეცოპერაცია მიმდინარეობს. შსს-ს თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს, ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად ხელში ჩაგდებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]