კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
აჭარა – 389 ახალი შემთხვევა
იმერეთი – 335
ქვემო ქართლი – 77
შიდა ქართლი – 69
გურია – 53
სამეგრელო და ზემო სვანეთი – 42
კახეთი – 17
მცხეთა-მთიანეთი – 26
სამცხე-ჯავახეთი – 24
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0
ბერდია სიჭინავას განცხადებით, 21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 12 007. მათგან 3155 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1584, აჭარაში – 646.
„მძიმე პაციენტი გვყავს 381, მათ შორის, თბილისში – 190, აჭარაში – 79. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 12“, – განაცხადა სიჭინავამ.
21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, 1848 პირი კოვიდ-სასტუმროში იმყოფება (1144 – აჭარაში, 555 – თბილისში), 7164 პირი მკურნალობს ბინაზე,
საკარანტინო სივრცეში 4408 ადამიანი იმყოფება (თბილისში – 939, აჭარაში – 2 221). სულ 6-21 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 7 285 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 931 ადამიანი, მათგან თბილისში 4097-ია, აჭარაში – 9 254, იმერეთში – 3 479.
ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 398 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 9401 პირს. 24 საათში 6 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, სულ 178 გარდაცვალების შემთხვევაა დარეგისტრირებული.