აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მოქალაქეები ამბობენ, რომ ინკასაციის სამსახურის თანამშრომლებს ერთი ადამიანი მიუახლოვდა და ძალის გამოყენებით თანხა წაართვა, რის შემდეგაც მიიმალა. არხის ცნობითვე, ინკასაციის სამსახურის თანამშრომლები და თვითმხილველები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.