weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩეველი ხმას გადასატანი ყუთით მისცემს – რეგისტრაციის ინსტრუქცია

11:13 პარასკევი, 23 ოქტომბერი 2020

31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 26 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიმართონ. ასეთი ამომრჩევლები ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემენ.

ცესკოს დადგენილების მიხედვით, თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩეველმა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, სატელეფონო ზეპირი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე: +995 32 251-00-51; შიდა ნომერი - 0.

„განცხადებების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადაეცემა ამომრჩეველთა სიებისა და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტს, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების შედგენის მიზნით“, – აცხადებს ცესკო.

თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს ცესკოსთვის მიმართვა შეეძლებათ 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე.

დღეის მდგომარეობით, თვითზიოლაციაში იმყოფება 25 759 პირი, მათგან თბილისშია 3243, აჭარაში – 10 852, ხოლო იმერეთში – 3521.

 

ამ თემაზე:

სტაციონარსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან – ცესკო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]