3234 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში გადანაწილებულია 1577 პირი, ხოლო აჭარის რეგიონში – 641. დღეის მდგომარეობით, 397 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის თბილისშია 201 და აჭარის რეგიონში – 80 პაციენტი. ხელოვნური მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, მათ შორის თბილისში – 53, ხოლო აჭარაში – 12.
2025 პირი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1110 პირი გადანაწილებულია აჭარის რეგიონში, 676 – თბილისში. 9162 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში 4263 ადამიანი იმყოფება, მათ შორის თბილისში – 836, აჭარაში – 2205. 6–22 ოქტომბრის პერიოდში საზღვრიდან სასტუმროებში გადაყვანილია 7583 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 25 759 პირი, მათგან თბილისში 3243 პირი, აჭარაში – 10 852, ხოლო იმერეთში – 3521.
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი, ხოლო 5 ინფიცირებული გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში რეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირების 24 562 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9751, ხოლო გარდაცვლილთა – 183.