weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობა იგეგმება

13:40 პარასკევი, 23 ოქტომბერი 2020

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის 35.2-კილომეტრიანი გზა აშენდება. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, საზედამხედველო და სამშენებლო სამუშაოების ტენდერების გამოცხადება ნოემბერსა და დეკემბერშია დაგეგმილი.

„ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და მნიშვნელოვნად შამცირებს ამ მონაკვეთზე გადაადილების დროს.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის პროექტირება მსოფლიო ბანკმა დააფინანსა და მასზე ავსტრიელი და ამერიკული მაღალკვალიფიციური კომპანიები მუშაობდნენ“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშრებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო კორიდორის ნაწილია. არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]