მელიას თანახმად, შეიარაღებული იყო მოკლულიც.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 108-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.