weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საგარეჯოში, თეთრიწყაროში, ახალციხესა და ლანჩხუთში „ცხელების ცენტრები“ გაიხსნება

16:46 პარასკევი, 23 ოქტომბერი 2020

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, საგარეჯოში, თეთრიწყაროში, ახალციხესა და ლანჩხუთში „ცხელების ცენტრები“ გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„კონკრეტულ რეგიონებში იკვეთება ინფიცირებულების რაოდენობა, შესაბამისად, იქ უკვე საჭირო ხდება საწოლების მობილიზაცია.

დღეს ბრძანებით ვამტკიცებთ იმ კლინიკების ჩამონათვალს, რომლებიც ჩაერთვებიან. ეს იქნება საგარეჯოში, თეთრიწყაროში, ქუთაისში (კიდევ დამატებით), ახალციხესა და ლანჩხუთში კლინიკები, რომლებიც მიიღებენ ცხელებიან პაციენტებს და გაუწევენ საჭირო მკურნალობას.

ეს იქნება „ცხელების ცენტრები“. ისინი მიიღებენ ცხელებით პაციენტს და დიაგნოსტირების შემთხვევაში, ცენტრალიზებულად გადაწყდება თუ რა დამატებითი პროცესი გაიმართება ამ კლინიკაში. საერთო ჯამში, ამ კუთხით გავაკეთებთ 442 საწოლის მობილიზებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი, ხოლო 5 ინფიცირებული გარდაიცვალა.

1759 ახალი შემთხვევიდან 686 ფიქსირდება თბილისში, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია: აჭარა – 487, იმერეთი – 356, ქვემო ქართლი – 36, შიდა ქართლი – 35, გურია – 17, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 69, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 12, სამცხე-ჯავახეთი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

 

ამ თემაზე:

შიდა შუქნიშნის მიხედვით, წითელ ზონაში გადავედით – გამყრელიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]