weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წალკაში ბიზნესმენის ოჯახს სახლში თავს დაესხნენ, გაკოჭეს და 16 ათასი ლარი გასტაცეს

11:10 შაბათი, 24 ოქტომბერი 2020

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანთან უცხოელი ბიზნესმენის ოჯახი დააყაჩაღეს. დანაშაული გუშინ, 23 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა. ორმა უცნობმა პირმა ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი დააბა და სახლიდან ფული, კომპიუტერები და ტელეფონები წაიღო. ასევე გაიტაცეს ოჯახის კუთვნილი ავტომობილი.

ბედიანში მერის წარმომადგენელმა, ზვიად ხაფავამ „რეგინფოს“ უთხრა, რომ დაზარალებულების თქმით, მძარცველებს პირბადეები ეკეთათ და იარაღი ჰქონდათ.

„ოჯახი სოფლიდან დაახლოებით 500 მეტრში ცხოვრობს, აშენებენ სასტუმროს და მეორე წელია აქ არიან. 7 და 10 წლის ბავშვები ჰყავთ. გუშინ მათ კარზე ორმა ახალგაზრდამ დააკაკუნა და სახლში შეუშვეს, სტუმრებად მიიღეს.

ამოიღეს იარაღი და დაემუქრნენ, ფული მოგვეცით, თორემ დაგხოცავთო. ცოლ-ქმარსა და ერთ ბავშვს ხელ-ფეხი შეუკრეს და დააბეს. წაიღეს მანქანა, ორი ტელეფონი, ორი კომპიურტერი და 16 ათასი ლარი.

მეორე ბავშვი გადავიდა სოფელში, ვიღაცას დაუძახა და ისინი დაეხმარნენ. ოჯახის თქმით, თავდამსხმელებს ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღბები ეკეთათ“, – ამბობს ზვიად ხაფავა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დაზარალებულები პოლიციაში იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ დროისთვის პოლიციას არავინ დაუკავებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]