weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მნიშვნელოვანია არა საწოლების რაოდენობა და სასუნთქი აპარატები, არამედ ექიმები – ტიკარაძე

17:41 შაბათი, 24 ოქტომბერი 2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პანდემიასთან საბრძოლველად ჯანდაცვის სექტორი მომზადებულია, თუმცა, მნიშვნელოვანია არა საწოლების რაოდენობა და სასუნთქი აპარატები, არამედ ექიმების რესურსი.

მინისტრის თქმით, სისტემა მზად არის, მიიღოს პაციენტები სამ სხვადასხვა დონეზე, რაც გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ოჯახის ექიმების ჩართულობას, კოვიდ-სასტუმროების და და კოვიდ-კლინიკების მზაობას.

„ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალურად მომზადებულია, მაგრამ მნიშვნელოვანია არა საწოლების რაოდენობა, არა სასუნთქი აპარატები, არამედ ჩვენი საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ ყველა ის ზომა, რომელიც მოწოდებულია პანდემიის პერიოდში.

ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან ყველა ის წესი, რომელიც მოწოდებულია ეპიდემიოლოგების მხრიდან. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ პირბადეების ინტენსიურ გამოყენებას როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, საკმარის ჰიგიენას და სოციალურ დისტანცირებას – ყოველივე ეს განსაზღვრავს, რა იქნება გავრცელების პიკი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს, 24 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1941 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, ხოლო 10 კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა.

1941 ახალი შემთხვევიდან 1034 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, 320 – აჭარაში, 258 – იმერეთში, 107 – ქვემო ქართლში, 68 – შიდა ქართლში, 49 – სამეგრელო და ზემო სვანეთში, 37 – კახეთში, 36 – მცხეთა-მთიანეთში, 18 – სამცხე-ჯავახეთში, 12 – გურიაში, 2– რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 16 121 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 3571 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმეა 427 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 97 პირია, მათ შორის, თბილისში – 54, აჭარაში – 20.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]