weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ქვემო ქართლში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დიდ შეკრებებს უკავშირდება – გამყრელიძე

22:03 შაბათი, 24 ოქტომბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვემო ქართლში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა დიდ შეკრებებს უკავშირდება. დღეს ქვემო ქართლში ვირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით გვაქვს 1941 შემთხვევა. კვლავ ცხელ წერტილებად რჩება სამი რეგიონი – აჭარა, სადაც 320 შემთხვევა იყო, ზრდა გვაქვს თბილისში – 1034 ახალი შემთხვევა, ასევე იმერეთში, 258 შემთხვევა, მნიშვნელოვნად წამოიწია ასევე ქვემო ქართლში, სადაც 107 შემთხვევაა. ეს უკავშირდება ისევ და ისევ დიდ შეკრებებს. იყო საქორწილო სუფრა და ამან გამოიწვია ეპიდაფეთქება ერთ-ერთ სოფელში და შესაბამისად, მისი გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პანდემია კიდევ დიდხანს იქნება და მოქალაქეებს მოუწევთ მასთან ერთად ცხოვრება შესაბამისი რეგულაციების დაცვით.

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დახურულ და ღია სივრცეში იუბილეების, ქორწილების, ქელეხებისა და სხვა სარიტუალო ღონისძიებების გამართვა იკრძალება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]