შემთხვევა 25 ოქტომბერს, საღამოს მოხდა. გარდაცვლილია მცირეწლოვანი ბავშვი, ასევე დაღუპულია ბავშვის მამა, ბიძა და ბებია. საავადმყოფოში გადაიყვანეს გარდაცვლილი ბავშვის დედა და მისი მცირეწლოვანი დედმამიშვილი.
წინასწარი ინფორმაცით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ღობეს შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.