weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევაა, მათგან 913 თბილისშია, 337 – იმერეთში

11:39 ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი, ხოლო 14 ინფიცირებული გარდაიცვალა. გარდაცვალების 8 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, 4 იმერეთში, 2 კი აჭარაში.

დღეს გამოვლენილი 1872 ახალი შემთხვევიდან თბილისში ფიქსირდება 913 შემთხვევა, რეგიონებში არსებული მონაცემები კი ასეთია:

იმერეთი – 337

აჭარა – 296

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 90

ქვემო ქართლი – 89

შიდა ქართლი – 54

გურია – 32

კახეთი – 13

მცხეთა-მთიანეთი – 30

სამცხე-ჯავახეთი – 11

რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 18 692 აქტიური შემთხვევაა. აქედან 3832 ადამიანი მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის, 2249 – კოვიდ-სასტიმროებში, ხოლო 12 611 ბინაზე მკურნალობს.

საავადმყოფოში მოთავსებული 401 პაცინეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 117 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება (თბილისში 71, ხოლო აჭარის რეგიონში - 23).

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 30 303 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 11 370 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია – 215.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]