weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ატეხილი ამბებიდან გამომდინარე, ექიმები იმყოფებიან ძალიან დიდ სტრესში – ტიკარაძე

12:50 ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020

„ექიმები იმყოფებიან ძალიან დიდ სტრესში. იქნებ, როგორმე დავმშვიდდეთ საზოგადოება და მივცეთ ექიმებს თავისუფლად მუშაობის საშუალება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც საავადმყოფოს ექიმების მიმართ კოვიდ-ინფიცირებულის ახლობლების უკმაყოფილებას ეხებოდა.

ჟურნალისტის თქმით, ერთ-ერთი ქალბატონი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ახლობელი, კოვიდ-ინციფირებული მანამდე არ შეიყვანეს რეანიმაციაში, ვიდრე „ამბავი არ ატეხა“, მიუხედავად იმისა, რომ „ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო“. ჟურნალისტმა მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ჰკითხა, ხომ არ გადაიტვირთა ჯანდაცვის სისტემა ბოლო დღეებში და რა ვითარებაა „ცხელების ცენტრებში“.

„თქვენ ახსენეთ ძალიან კარგი ფრაზა, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი – არანაირი ამბის ატეხვა არ არის საჭირო. პაციენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერ გააკეთებს დასკვნას, ესაჭიროება თუ არა რეანიმაცია რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი – მას არ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია, განსაზღვროს ესაჭიროება რეანიმაცია, თუ არა, და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – პაციენტს, რომელსაც რეანიმაცია ესაჭიროება, ის ვერანაირ ამბავს ვერ ტეხს.

ოჯახმა, რომელიც თავისი პაციენტის სიცოცხლეს აბარებს ექიმებს, მით უმეტეს, არ უნდა ატეხოს ამბავი, ვინაიდან, თუ მას იმის ნდობა აქვს, რომ თავისი პაციენტი ექიმს ანდოს რეანიმაციაში, ის ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას და დროულ გადაწყვეტილებას, თუ რომელი ნაბიჯი, რომლის შემდეგ უნდა გადადგას პაციენტის სიცოცხლის დასაცავად.

აი, ამ ატეხილი ამბებიდან გამომდინარე, ექიმები იმყოფებიან ძალიან დიდ სტრესში. აქედან გამომდინარე, იქნებ როგორმე დავმშვიდდეთ საზოგადოება და მივცეთ ექიმებს თავისუფლად მუშაობის საშუალება. ვინაიდან ისინი ცხრა თვეა, თავს არ ზოგავენ. ჩვენ გვაქვს კიდევ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ჩვენს ექიმებს არა თუ ამბავი უნდა ავუტეხოთ, პირიქით, უნდა გავუფრთხილდეთ მათ ფიზიკურ, თუ ემოციურ მდგრადობასაც“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 18 692 აქტიური შემთხვევაა. აქედან 3832 ადამიანი მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის, 2249 – კოვიდ-სასტიმროებში, ხოლო 12 611 ბინაზე მკურნალობს. საავადმყოფოში მოთავსებული 401 პაცინეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 117 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება (თბილისში 71, ხოლო აჭარის რეგიონში - 23).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]