ამირან გოგიტიძის ინფორმაციით, მამაკაცი საკარანტინო სივრცეში 3 ოქტომბერს, კოვიდ-ინფიცირებულთან კონტაქტის გამო მოთავსდა.
„საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ, ჩაუტარდა პისიარტესტირება და დაუდგინდა ინფექცია. საკარანტინო-სასტუმრო სივრცეში მასზე მეთვალყურეობას აგრძელდება ექიმი. პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, 25 ოქტომბერს ის გაწერეს. შესაბამისად, აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული. მისი დაკრძალვა არ მოხდება კოვიდით გარდაცვლილთა პროტოკოლით შესაბამისად. ხაზი მინდა გავუსვა, რომ გაწერისას ეს პირის შეფასდა ექიმის მხრიდან. ის თავს კარგად გრძნობდა, არ აღენიშნებოდა არანაირი სიმპტომი და ჩივილი. მან რამდენჯერმე მიმართა ექიმს, დროზე ადრე დაეტოვებინა კარანტინის სივრცე, ვინაიდან თავს კარგად გრძნობდა“, – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.
ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარდაიცვალა. სიკვდილის სავარაუდო მიზეზად ამ ეტაპზე მიჩნეულია გულის უეცარი გაჩერება, თუმცა, როგორც გოგიტიძემ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.