weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 23 პაციენტი

12:13 სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 1262 კოვიდ-ინფიცირებული, ხოლო 23 გარდაიცვალა.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, თბილისში ინფიცირების 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო რეგიონებში ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 545

იმერეთი – 305

სამეგრელო და ზემო სვანეთი – 63

შიდა ქართლი – 56

ქვემო ქართლი – 48

გურია – 24

კახეთი – 23

მცხეთა-მთიანეთი – 22

სამცხე-ჯავახეთი – 22

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4

როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 19 231.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ჯამური მაჩვენებელი კი 32 127-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1262 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 12 632-მდე. სამწუხაროდ,

ბოლო 24 საათში გვყავს 23 გარდაცვლილი, მათ შორის თბილისში – 9 ადამიანი, აჭარაში – 8, იმერეთში – 2, შიდა ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 238 გარდაცვალების შემთხვევა“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

დღეის მდგომარეობით, 3847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1958, აჭარაში – 654.

482 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 238 თბილისში მკურნალობს, ხოლო 76 – აჭარაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 105 პირი, მათ შორის, თბილისში – 61, აჭარაში – 23.

„2238 პირი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1186 – აჭარაში, ხოლო 786 – თბილისში; 13 146 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 3757 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 752, აჭარაში – 1926. სულ 6–26 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 8918 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 067 პირი, საიდანაც თბილისშია – 3224 პირი, აჭარაში – 11 017, იმერეთში – 4195“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გუშინ, 26 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 25 ოქტომბერს – 1928 ახალი შემთხვევა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]