weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დღეს კორონავირუსი სამედიცინო დაწესებულებების 90 თანამშრომელს დაუდასტურდა

17:11 სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020
ფოტოზე ასახულია სამედიცინო პერსონალის ტესტირების პროცესი ფოტოზე ასახულია სამედიცინო პერსონალის ტესტირების პროცესი

საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევიდან 90 სამედიცინო პერსონალია. ამის შესახებ დაავადებათა კორნტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. საერთო ჯამში, სამედიცინო პერსონალს შორის 1678 ადამიანი დაინფიცირდა, საიდანაც დიდი ნაწილი უკვე გამოჯანმრთელდა და დაუბრუნდა სამუშაოს.

გამყრელიძის ინფორმაციით, ახალ ინფიცირებულთა შორის 1469 სიმპტომიანი პაციენტია.

„სამწუხაროდ, საკმაო ინტენსივობით ინფიცირდებიან ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერისონალი. ასეთი დღეს დილისთვის გვყავდა 90. ჩვენ, სამედიცინო პერსონალი, მოსახლეობის საკმაოდ მოწყვლადი ფენა ვართ, ამიტომაც ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია. ეს მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, ყველგან ასეა.

სექტემბრის პირველ კვირამდე გვყავდა დაახლოებით 140-მდე სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული, რაც სხვადასხვა დროს საერთო ინფიცირების 9-13% შორის მერყეობდა. დღეისთვის 1678 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, რაც შეადგენს საერთო ინფიცირებულთა 5.2%-ს, ანუ აბსოლუტურ რიცხვში, რა თქმა უნდა, გაზრდილია ჩემი კოლეგების ინფიცირების რიცხი, მაგრამ შეფარდებითი მაჩვენებელი შემცირებულია.

აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩემი კოლეგები ინფიცირდებიან არა მარტო სამუშაო, არამედ ოჯახურ, საყოფაცხოვრებო პირობებში, როდესაც ქვეყანაში ინტენსიური შიდა გავრცელება გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში 27 ოქტომბერს კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 1262 კოვიდ-ინფიცირებული, ხოლო 23 გარდაიცვალა. თბილისში ინფიცირების 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო რეგიონებში ასეთი მონაცემებია: აჭარა – 545, იმერეთი – 305, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 63, შიდა ქართლი – 56, ქვემო ქართლი – 48, გურია – 24, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი – 22, სამცხე-ჯავახეთი – 22 და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 19 231 აქტიური შემთხვევაა. აქედან, 3847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 482 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 105 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]