weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

კორონავირუსით ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი 30-დან 59 წლამდეა – გამყრელიძე

17:39 სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 32 127 ადამიანიდან ნახევარზე მეტის (16 174) ასაკი 30-დან 59 წლამდეა.

„ბოლო მონაცემებით, ამ 32 000 ინფიცირებულიდან ასაკობრივი სტრუქტურა ასეთია: 0-დან 1 წლამდე გვყავს ინფიცირებულთა 1% (433 ბავშვია ინფიცირებული), 2-დან 18 წლამდე – 13% (4058 ინფიცირებული), 19-დან 29 წლამდე – 16% (5000 ინფიცირებული), ყველაზე დიდი ჯგუფი კი გახლავთ 30-დან 59 წლამდე – 50% (16 174 ინფიცირებული), 60-დან 79 წლამდე – 18%, 80 წელს ზემოთ კი – 2%“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება სიკვდილიანობას, გამყრელიძის თანახმად, კორონავირუსით გარდაცვლილთა 15% 60 წლამდე ასაკის იყო, 30% – 60-დან 70 წლამდე. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 53%-ზე მეტს შეადგენენ 70 წელს გადაცილებული პაციენტები.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 1262 კოვიდ-ინფიცირებული, ხოლო 23 გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დარეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირების 32 127 შემთხვევა. აქედან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 12 632. საერთო ჯამში, გარდაცვლილია 238 კოვიდ-ინფიცირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]