weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არ არის“ – თავდაცვის სამინისტრო დოკუმენტს ავრცელებს

17:39 ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ნიკოლოზ მოლოდინაშვილის განცხადებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არ არის და ეს ოფიციალური დოკუმენტით მტკიცდება.

მოლოდონაშვილი თანამდებობიდან ბადრი ესებუას გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვის შესახებ ბრძანებას ავრცელებს, რომლიც 2019 წლის ივლისით თარიღდება.

„ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ მიერ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, თითქოს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განმარტება გავაკეთეთ, რომ აღნიშნული პირი არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, აღნიშნული ტელევიზია და ზოგიერთი ანგაჟირებული პოლიტიკოსი უგულვებელყოფს ამ ფაქტს და შეგნებულად ავრცელებს სრულად საპირისპირო ინფორმაციას.

საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც მტკიცდება, რომ თავდასხმაში ბრალდებული პირი, ბადრი ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე“, – აცხადებს ნიკოლოზ მოლოდინაშვილი.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა 21 ოქტომბერს მოხდა, თუმცა თავდამსხმელი დღემდე არ არის დაკავებული.

26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი, რომელმაც მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 აშშ დოლარი მიიღო და მიმალვა მოახერხა, 32 წლის ბადრი ესებუაა.

შსს-მ საქმე ტერორიზმის მუხლებით გადააკვალიფიცირა და ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 329-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]