weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სიცრუეა, რომ საარჩევნო სიაში მოქალაქის 20 წლის წინ გარდაცვლილი ბაბუაა – სააგენტო

23:43 ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020
ფოტოზე თორნიკე გოგუაძე ფოტოზე თორნიკე გოგუაძე

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სიცრუეს უწოდებს მოქალაქე თორნიკე გოგუაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მან საარჩევნო სიაში 20 წლის წინ გარდაცვლილი ბაბუა აღმოაჩინა, ხოლო მის მისამართზე დაახლოებით 70 ადამიანია ჩაწერილი.

სააგენტოს განცხადებით, გადაამოწმეს მოქალაქის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და დაადგინეს, რომ ნახსენები 70 პირიდან არცერთი არ არის რეგისტირებული თორნიკე გოგუაძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრისში – ყველა მათგანი რეგისტრირებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში.

რაც შეეხება საარჩევნო სიაში თორნიკე გოგუაძის ბაბუის მონაცემების შეტანას, რომელიც გოგუაძის თქმით, 20 წლის წინ გარდაიცვალა, სააგენტოს განცხადებით, მოქალაქის ერთ-ერთი ბაბუა - 1948 წელს დაბადებული გივი გოგუაძე - 2008 წლიდან ლატვიის საკონსულოში დგას აღრიცხვაზე და აღნიშნული პირის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია სააგენტოში დღემდე არ შესულა. 

„პირის გარდაცვალების ფაქტის ასახვა სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ხდება შესაბამისი უწყებების ან ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რასაც გივი გოგუაძის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათვე თქმით, თორნიკე გოგუაძის მეორე ბაბუა - პანტელეიმონ გოგოლაძე 1998 წელს გარდაიცვალა და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში მის სახელზე არც ერთი აქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ირიცხება და შესაბამისად, არც საარჩევნო სიაში ფიქსირდება. 

თორნიკე გოგუაძემ ტელეკომპანია „პირველთან“ დღეს განაცხადა: „საკუთარი თავი გადავამოწმე და მათ შორის, ჩემი ოჯახის წევრებიც. აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 20 წლის წინ გარდაცვლილი ბაბუაჩემი საარჩევნო სიაშია და ჩემს მისამართზე, ჩემ გარდა, ჩაწერილია დაახლოებით 70 ადამიანი. აქედან ზოგიერთი არის ჩემი მეზობელი, მაგრამ უამრავი ისეთია, საერთოდ რომ არ ვიცნობ და ჩემ გვერდით არასდროს არ უცხოვრიათ. მაქსიმუმ 10 ადამიანი ვიცი, დანარჩენს საერთოდ არ ვიცნობ. გადავამოწმე და გაოგნებული დავრჩი ამ ფაქტით“.

არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში სულ 3 511 853 ამომრჩეველია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]