სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ხორცის ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
ხორცის პირველადი გადამუშავების სტანდარტების დაცვა სურსათის უვნებლობის მართვის ერთ-ერთი ძირითადი ეტაპია. ამისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის სასაკლაოების არსებობა.
საქართველოს მასშტაბით 90-მდე ცხოველთა სასაკლაო მოქმედებს, რომლებშიც ეტაპობრივად მიმდინარეობს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა.
სამომხმარებლო ბაზარზე მიკვლევადი და უვნებელი ხორცის მოხვედრის ძირითადი წინაპირობა ცხოველის სასაკლაოზე ვეტერინარის ზედამხედველობით დაკვლაა.