weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში COVID-19-ის 1709 ახალი შემთხვევაა, თვითიზოლაციაშია 29 074 ადამიანი

12:11 ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020

საქართველოში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2075 პაციენტი. COVID-19-ის შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა – თბილისში – შვიდი, აჭარაში – ცხრა, იმერეთში – ორი, მცხეთა-მთიანეთში ერთი და კახეთში ერთი.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 445 თბილისში გამოვლინდა, ხოლო რეგიონებში არსებული მონაცემები ასეთია:

აჭარა – 437

იმერეთი – 388

სამეგრელო და ზემო სვანეთი – 151

შიდა ქართლი – 125

სამცხე-ჯავახეთი – 44

კახეთი – 40

ქვემო ქართლი – 32

გურია – 35

მცხეთა-მთიანეთი – 12

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0

ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსის 18 364 აქტიური შემთხვევაა. აქედან, 4209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში (მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2106, აჭარაში – 696). 2346 ინფიცირებული კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, 11 809 ადამიანი კი ბინაზე მკურნალობს.

511 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი.

დღეის მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში 3324 ადამიანი იმყოფება. თვითიზოლაციაშია 29 074 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 35 567 შემთხვევა დადასტურდა. აქედან, უკვე გამოჯანმრთელებულია 16 904 ინფიცირებული, ხოლო 273 გარდაცვლილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]