weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ქართული მარში“ „ძალა ერთობაშიას“ კოლონას თბილისში შესვლის საშუალებას არ აძლევდა

19:01 ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერების ავტოკოლონას, რომელიც ქვემო ქართლიდან თბილისში, თავისუფლების მოედანზე დასკვნით საარჩევნო შეხვედრაზე მიემართებოდა, „ქართულმა მარშმა“ გზა გადაუკეტა. ამ დროისთვის გზა გახსნილია.

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი შიხიაშვილი ამბობდა, რომ „ნაციონალურ მოძრობის“ მხარდამჭერებს გადაადგილების და „ტაშ-ფანდურის ჩატარების“ საშუალებას არ მისცემდნენ.

თბილისი-რუსთავის გზაზე იმყოფებოდა ე.წ. მარშის კიდევ ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რომელმაც თქვა, რომ პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოუწყეს, კერძოდ, მათ ავტომობილს შეეჯახნენ და რამდენიმე ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენეს.

„გადაგვიკეტეს გზა და ეცადნენ, რომ საავარიო მდგომარეობა შეექმნათ, მაგრამ ვერ შექმნეს. ბოლოს კარები გააღეს, რა დროსაც ჩვენი მანქანა ოდნავ შეეხო მათ. გადმოცვივდნენ, „პიკაპს“ დაარტყეს ალყა და ლამის ამოაყირავეს ჩვენი მანქანა. ამის შემდეგ ხედავთ რა პროცესებიც მიმდინარეობს, არ გვიშვებენ აქციაზე“, – განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ჟურნალისტებთან.

ადგილზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

ამ დროისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ შემაჯამებელ საარჩევნო შეხვედრას მართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]