weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

კახეთში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რიცხვი 331-მდე გაიზარდა

21:43 ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის 331 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 30 პაციენტი კოვიდ-კლინიკაში მკურნალობს, 301 კი ბინაზეა დატოვებული.

ბოლო ორ დღეში რეგიონში ინფიცირების 85 ახალი შემთხვევა დადასტურდა: 27 ოქტომბერს – 61, ხოლო 28 ოქტომბერს – 24.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ადგილობრივი წარმომადგენლობის ინფორმაციით, სექტემბრიდან დღემდე კახეთში რეგისტრირებულია კოვიდ 19-ის 446 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. მუნიციპალიტეტების მიხედვით მათი განაწილება ასეთია: 

ახმეტა – 30

გურჯაანი –103

დედოფლისწყარო – 17 

ყვარელი – 66

სიღნაღი – 45

ლაგოდეხი – 43

თელავი – 130

საგარეჯო – 12

446 ინფიცირებულიდან 114 გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

ამ დროისთვის საკარნტინე 3 სივრცეში (სასტუმროში) იზოლირებულია 112 მოქალაქე, ხოლო სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება – 1020.

ოფიციალური ინფორმაციით, კახეთის რეგიონში დღემდე ჩატარებულია 32 035 PCR ტესტირება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]