მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დღეს გამოვლენილი 1696 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია:
თბილისი – 683 ახალი შემთხვევა
აჭარა – 381
იმერეთი – 313
ქვემო ქართლი – 117
სამეგრელო და ზემო სვანეთი – 60
შიდა ქართლი – 59
სამცხე-ჯავახეთი – 34
კახეთი – 19
გურია – 18
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11
მცხეთა-მთიანეთი – 1
რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, თბილისში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში – ხუთი, იმერეთში – ორი, ხოლო შიდა ქართლში – ერთი.
„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 142. 4200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2092, აჭარაში – 711.
მძიმე პაციენტი გვყავს 490, მათ შორის, თბილისში – 228, აჭარაში – 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 121 პირი – მათ შორის, თბილისში – 52, აჭარაში – 39.
2324 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 806 – აჭარაში, ხოლო 1212 – თბილისში. 10 618 მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 3070 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 593, აჭარაში-1 435. სულ, 6-29 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 10 026 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 387 პირი, საიდანაც თბილისშია – 3643 პირი, აჭარაში – 11 740, იმერეთში – 3 972“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 37 263-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 19 810 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია – 285.