weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2021

თბილისში COVID-19-ის 683 ახალი შემთხვევაა, აჭარაში – 381, იმერეთში – 313

11:36 პარასკევი, 30 ოქტომბერი 2020 hits 448

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1696 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2906 პაციენტი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დღეს გამოვლენილი 1696 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია:

თბილისი – 683 ახალი შემთხვევა

აჭარა – 381

იმერეთი – 313

ქვემო ქართლი – 117

სამეგრელო და ზემო სვანეთი – 60

შიდა ქართლი – 59

სამცხე-ჯავახეთი – 34

კახეთი – 19

გურია – 18

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11

მცხეთა-მთიანეთი – 1

რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, თბილისში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში – ხუთი, იმერეთში – ორი, ხოლო შიდა ქართლში – ერთი.

„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 142. 4200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2092, აჭარაში – 711.

მძიმე პაციენტი გვყავს 490, მათ შორის, თბილისში – 228, აჭარაში – 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 121 პირი – მათ შორის, თბილისში – 52, აჭარაში – 39.

2324 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 806 – აჭარაში, ხოლო 1212 – თბილისში. 10 618 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3070 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 593, აჭარაში-1 435. სულ, 6-29 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 10 026 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 387 პირი, საიდანაც თბილისშია – 3643 პირი, აჭარაში – 11 740, იმერეთში – 3 972“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 37 263-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 19 810 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია – 285.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]