weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

არჩევნებთან დაკავშირებით ქვეყანაში საპოლიციო ძალების გადანაწილება ხდება

13:23 პარასკევი, 30 ოქტომბერი 2020
არქივის ფოტო არქივის ფოტო

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭიროების მიხედვით, საპოლიციო ძალების გადანაწილება ხდება.

გარდა ამისა, შსს-ს განცხადებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ მყისიერ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას.

„არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობისას მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ხვალ, 31 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნების გარდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც გაიმართება. ამავე დღეს არის დანიშნული ხუთი მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და ოთხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები.

საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 დაიხურება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]