weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გურჯაანში ცოლისა და მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

01:35 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მეუღლისა და მეზობელის მკვლელობისა და კიდევ ორი მეზობლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 56 წლის კაცი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზ.დ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს - 1974 წელს დაბადებულ კ.ს.-ს, რის შემდგომაც, ამავე იარაღიდან გასროლით მოკლა მეუღლე - 1967 წელს დაბადებული ლ.დ. ბრალდებულმა, ასევე, სხეულზე დაზიანება მიაყენა ორ მეზობელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]