weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ნეგატიური ტენდენცია გამოიკვეთა – საია

11:13 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა, 10 საათისთვის, ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ საარჩევნო უბნებზე 10-ზე მეტი დარღვევა გამოავლინეს. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა.

სალაძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნების უმეტესობაზე კენჭისყრის პროცესი დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო, თუმცა პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ნეგატიური ტენდენცია გამოიკვეთა, კერძოდ, უბანზე დამკვირვებლის არ დაშვება, წილისყრის პროცედურების არასათანადოდ ჩატარება და წილისყრის ფუნქციების შეუსრულებლობა.

ამ ეტაპზე, საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულ 10-ზე მეტ დარღვევებს შორისაა შემდეგი შემთხვევები: გარდაბნის N19 უბანზე, დილის 7 საათის შემდეგ, საიას დამკვირვებელს შესვლის უფლება არ მისცეს, რის შესახებაც ორგანიზაციამ საჩივარი დაწერა; საჩივარი ასევე დაიწერა ზუგდიდის N65 უბანზე წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო მარნეულის N85 უბანზე, საიას თანახმად, წილისყრის დროს ფუნქციები სხვადასხვა ფურცლებზე დაწერეს და პროცედურა ასე ჩაატარეს.

სულხან სალაძის თქმით, საიას დამკვირვებლებმა ასევე დააფიქსირეს ფოტო-ვიდეო გადაღების წესების დარღვევის და ამომრჩეველთა მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები ჩხოროწყუში N17, ზუგდიდში N24 და ბათუმში N35 უბნებზე.

„მედიასაშუალება Newpost-ის წარმომადგენლები ამომრჩეველს ფოტოებს ახლო დისტანციიდან უღებდნენ და ფოტოგადაღებისთვის სპეციალურ პროგრამას იყენებდნენ, რომლითაც ამომრჩევლის სახის დასკანერება ხდება.

ასეთი ქმედება წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას და საჭიროებს შესაბამის რეაგირებას“, – განაცხადა სალაძემ.

31 ოქტომბრის არჩევნებს საქართველოს მასშტაბით საიას 700-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება. ქვეყნის გარეთ არსებულ უბნებზე კი ორგანიზაციას 12 დამკვირვებელი ჰყავს. ისინი აკვირდებიან საარჩევნო პროცედურებს როგორც საარჩევნო უბნებზე, ისე მათ მიმდებარედ. დღის განმავლობაში საიაში მუშაობს ცხელი ხაზი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]