weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

10 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთშია, დაბალი – აჭარაში

11:51 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებზე, 10 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 8.33% იყო, რაც რაოდენობრივად 292 587 ამომრჩეველია. ყველზე მაღალი (11.9%) აქტივობა დაფიქსირდა N19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც მოიცავს რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთს.

ყველაზე დაბალი აქტივობა N28 (ბათუმი), N29 (ქობულეთი-ხელვაჩაური) და N30 (ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო) მაჟორიტარულ ოლქებშია და ცესკოს მონაცემებით 7.3%-ს შეადგენს.

„ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება. ასევე, სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 147 სპეციალური უბანი გადასატანი საარჩევნო ყუთების საშუალებით ემსახურება ამომრჩევლებს“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, 10 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 8.34% იყო, რაც რაოდენობრივად 293 047 ამომრჩეველია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]