weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სახელმწიფო ინსპექტორმა ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო

13:13 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020
ფოტოზე სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ფოტოზე სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საპარლამენტო არჩევნებზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, ამომრჩეველთა სახის იდენტიფიცირებისა და ფოტოგადაღების საკითხის კანონიერების შესწავლა დაიწყო. საარჩევნო უბნებზე სპეციალურ აპლიკაციას მედიასაშუალება Newpost-ის წარმომადგენლები იყენებენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა, რომ ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ფოტო-ვიდეო გადაღების წესების დარღვევის და ამომრჩეველთა მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები ჩხოროწყუს N17, ზუგდიდის N24 და ბათუმის N35 უბნებზე დააფიქსირეს.

„Newpost-ის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სურათებს უღებდნენ არსებული წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან. ამასთან, ფოტოგადაღება მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ხდება ამომრჩეველთა სახის დასკანერება, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევაა“, - განაცხადა სალაძემ დილით გამართულ ბრიფინგზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გაეცნენ აპლიკაციის კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც „არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას მონაცემთა დაცვისთვის მიღებული კონკრეტული ზომების შესახებ“.

„შესწავლის შედეგად შევაფასებთ აპლიკაციის მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას და მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიღებულ ზომებს“, - აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

უწყება მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს და დაწესებულებას, მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოებისთვის, რადგან ამომრჩეველთა უფლებების დაცვა დემოკრატიული არჩევნების აუცილებელი პირობაა.

გუშინ „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ არჩევნების დღისთვის ესტონური კომპანიის „TwinsLab“-ის და საინფორმაციო სააგენტო „Newspost“-ის ინიციატივით, 3 ათასამდე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის იდენტიფიცირების სპეციალური სისტემა დამონტაჟდებოდა. კრისტინა პუშო, რომელმაც თავი „TwinsLab“-ის წარმომადგენლად წარადგინა, თქვა, რომ აპლიკაცია მუშაობს ალგორითმით, რომელიც სხვადასხვა ტიპის მონაცემებს ამომრჩეველთა შედარებისთვის იყენებს. მისი თქმით, შედარება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც თუ ადამიანს პირბადე უკეთია - ჩაცმულობის, კანის ფერის, თმის და სიარულის მანერით. კრისტინა პუშომ აღნიშნა, რომ აპლიკაცია შეუცდომლად მუშაობს, ხოლო კომპანია ამომრჩევლის პირად მონაცემებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდება.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]