weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მარნეულში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელს სცემეს – სალაძე

15:00 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, მარნეულის N5 საარცევნო უბანზე მათ დამკვირვებელს სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სცემა.

„აღმაშფოთებელია, რომ მარნეულის მეხუთე უბანზე, ჩვენს დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა. ეს არის „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო საზოგადოება“. ეს და ამდაგვარი ორგანიზაციები სხვა დროსაც არიან შემჩნეული მსგავსი ტიპის საქმიანობაში. ისინი, როგორც წესი, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

„საიას“ დაკვირვებით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს. დარღვევები ძირითადად დაკავშირებულია კენჭისყრის ფარულობის დარღვევასთან, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლთან და დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლასთან.

„მაგალითად, საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოში, N42 უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა გადაიღო ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა. უბანზე იმყოფება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ასაკოვან ამომრჩევლებთან ერთად შედის კაბინაში და აძლევს ხმას. ამას ხსნიან იმით, რომ ამ ადამიანებმა არ იციან ქართული ენა. კანონმდებლობით, ამომრჩევლებს ურთიერთდახმარება შეუძლიათ, მაგრამ პრობლემაა ის, რომ აღნიშნულ უბანზე ასეთმა შემთხვევებმა სისტემური ხასიათი მიიღო“, – აცხადებს სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

საია კახეთში მომხდარ კიდევ ერთ დარღვევაზე საუბრობს - თელავის მეხუთე უბანზე დამკვირვებელს მობილური წაართვეს, დარღვევის ამსახველი ფოტო წაუშალეს და უბნიდან გამოაძევეს.

საიას შეფასებით, წინა წლების მსგავსად, გრძელდება ამომრჩევლის ნების კონტროლის ტენდენცია - უბნების პერიმეტრზე შეიმჩნევა სხვადასხვა პირების მობილიზაცია, რაც, საიას განცხადებით, ამომრჩევლისთვის თვალთვალის განცდას ტოვებს. საია განმარტავს, რომ ეს არ არის კანონდარღვევა, თუმცა უარყოფითი ტენდენციაა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის განცხადებით, პოლიციამ გამოძიება დაიწყო მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომლებიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]